თბილისის საკრებულოს მმართველი გუნდის წევრი ვატო ნაცვლიშვილი მიიჩნევს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციიდან ორი დეპუტატის წასვლით პარტიას არაფერი დაუკარგავს.
თბილისის საკრებულოს წევრებმა, ქვემო სამგორის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი შიხიაშვილმა და თბილისის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის წევრმა მიხეილ ქავთარაძემ გუშინ მმართველი გუნდი დატოვეს და „ქართულ ოცნებას“ შეუერთდნენ.
როგორც ვატო ნაცვლიშვილმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, ამ დეპუტატებმა ნაადრევად დაიჯერეს „ნაციონალური მოძრაობის“ ოპონენტი ძალის.
რაც შეეხება სასჯელაღსრულების სისტემაში მომხდარ სკანდალურ ფაქტებს, ნაცვლიშვილის თქმით, ამის შესახებ წუხილი და აღშფოთება ყველამ გამოთქვა და შესაბამისმა პირებმა პასუხი აგეს კიდეც და ეს პროცესი, კვალავაც გრძელდება.
ის იმედოვნებს, რომ მსგავსი ფაქტები აღარასდროს განმეორდება.
საკრებულოს დღევანდელ სხდომას მხოლოდ უმრავლესობის წარმომადგენლები ესწრებიან.
ოპოზიციის მხრიდან სხდომაზე მხოლოდ ფრაქცია „თბილისის“ წარმომადგენელი ნათელა მაჭავარიანი იმყოფება.
