კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის - ფიდეს პირველ ვიცე-პრეზიდენტს გიორგიუს მაკროპულოსს შეხვდა.
შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო და ძირითადად სპორტის სფეროს გარშემო წარიმართა. შეხვედრას ცნობილი ქართველი მოჭადრაკე, „ქართული ოცნების“ წევრი ზურაბ აზმაიფარაშვილიც ესწრებოდა.
„ჩვენ არ გვქონია ბატონ ივანიშვილთან პოლიტიკური განხილვა. თუ ივანიშვილი და მისი მოკავშირეები მზად არიან იმუშაონ უკეთესი დემოკრატიული მიმართულებით, რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერ“- განაცხადა გიორგიუს მაკროპულოსმა.
