ილია მეორე მეტეხის ხიდზე პარაკლისს აღავლენს
ილია მეორე მეტეხის ხიდზე პარაკლისს აღავლენს
18:48 27.09.2012
მეტეხის ხიდზე შეკრებილ მომლოცველებთან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მიბრძანდა.

კათოლიკოსი ამ წუთებში ასი ათასი მოწამის სულის მოსახსენიებელ პარაკლისს ასრულებს.

პარაკლისის დაწყების წინ პატრიარქმა მრევლს მიმართა და აღნიშნა, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მუდამ იცავდა და ახლაც იცავს თავის წილხვედრ ქვეყანას.

პატრიარქმა დალოცა მრევლი და მშვიდობა უსურვა მათ და სრულიად საქართველოს.

მრევლი მეტეხის ხიდზე ფეხით მსვლელობით გმირთა მოედნიდან მივიდა.



ბეჭდვა