პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ მისი მთავარი ოპონენტი კლასიკური რუსული სქემით მოქმედებს და წინასაარჩევნოდ რუსეთიდან მიღებული 2 მილიარდით დაფინანსდა.
„ხო ეგონათ, რომ ყველაფერი გაჩარხეს და წესრიგში იყო, მათ ბატონ-პატრონმა ხო იკითხა, როდის არის საქართველოში არჩევნებიო, ხომ მისცა 2 მლრდ, ხომ დაუმზადა კომპრომატები, მაგრამ ამ ყველაფერში ერთი სუბიექტი გამორჩათ - ქართველი ერი“ - განაცხადა დღეს პრეზიდენტმა ქუთაისში მოსახლეობასთან შეხვედრისას.
მისი თქმით, კლასიკური რუსული სქემით მოქმედება ნიშნავს იმას, რომ „ფული არის ყველფერი და ხალხი - არაფერი. მთავარია კომპრომატები იშოვო ტელევიზიით გამოყარო და ხალხს თვაგზა აუბნიო“.
როგორც სააკაშვილმა განაცხადა, ვინც დღეს ქვეყანას კომპრომატებით კვებავს, მას თავისი ხალხი ეზიზღება.
„მთავარია, დააშინო, წაეძველბიჭო და მერე წამოგყვება“ - აღნიშნა, სააკაშვილმა და განაცხადა, რომ თუ საქართველომ 1 ოქტომბრის რუბიკონი გადალახა, მერე ვაღარავინ წამოაგებს საქართველოს პროვოკაციებზე და ვეღარავინ დაანაწევრებს.
მისი თქმით, საქართველოში აღარსდროს უნდა დაბრუნდნენ კანონიერი ქურდები, კორუფცია და უსამართლობა.
