„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ჯაბა სამუშია ნაძალადევის შტაბში დევნილებს შეხვდა
და მათ პრობლემებს ადგილზე გაეცნო.
ქდმ-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, სამუშაიამ დევნილებს „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ წინასაარჩევნო პროგრამის ის ნაწილი გააცნო, რომელიც დევნილთა პრობლემების მოგვარებას ეხება.
ჯაბა სამუშიამ დევნილებთან 19 წლის წინ აფხაზეთში განვითარებულ მოვლენებზეც გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთის დაცემიდან 19 წელიწადი გავიდა, ხელისუფლების მხრიდან ეს ხალხი კვლავ დევნილებად რჩება.
„დღეს საკმაოდ ტრაგიკული თარიღია, რადგან 19 წლის წინ დაეცა სოხუმი. დღევანდელი ჩვენი შეხვედრა სწორედ იმ ტრაგიკულ მოვლენებს ეხება, რომელიც მაშინ განვითარდა და ბუნებრივია, სოხუმის დაცემამ და აფხაზეთდან დევნილმა მოსახლეობის მდგომარეობამ თავიდანვე მიიქცია ჩვენი ყურადღება წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში“ - განაცხადა სამუშიამ .
