ნინო ბურჯანაძემ ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო
ნინო ბურჯანაძემ ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო
15:47 27.09.2012
პარტია „დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა ხსოვნას დღეს პატივი მიაგო.

როგორც მან გმირთა მემორიალთან აღნიშნა, დღეს საქართველოსთვის ძალიან მძიმე დღეა, რადგან დაეცა სოხუმი და მას შემდეგ მძიმედ განვითარდა საქართველოს ბედი.

მისი თქმით, ტრაგიკულია ის ფაქტი, რომ 19 წლის შემდეგ არათუ უკეთესი მდგომარეობაა ერთიანობის თვალსაზრისით, არამედ გარკვეულწილად, კიდევ უფრო გაღრმავდა ჩატეხილი ხიდი, როგორც აფხაზებსა და ქართველებს, ასევე ოსებსა და ქართველებს შორის.

„თუმცა, ღრმად მწამს, რომ ჩვენ ყველას, გვეყოფა გონიერება და აუცილებლად შევეცდებით იმ უბედურებების გამოსწორებას, რაც ყველას ერთად დაგვატყდა თავს. აუცილებლად შევძლებთ იმას, რომ იმ ბიჭების შვილები, რომლებიც დაიღუპნენ სხვადასხვა მხარეს ამ ომში, არასოდეს აღარ დაუპირისპირდებიან ერთმანეთს“ - განაცხადა ბურჯანაძემ.


ბეჭდვა