ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ლაშა მელაძემ დღეს ახალციხეში გასვლითი შეხვედრა გამართა.
როგორც "ნიუსპრესს"მელაძემ განუცხადა, ის ამომრჩევლების რეგისტრატორთა სიების შედგენის პოცესს ადგილზე გაეცნო.
მისი თქმით, 350-მა მოქალაქემ რეგისტრაცია უკვე გაიარა. სამცხე-ჯავახეთის რეგიონში კი, სულ 544 რეგისტრატორი უნდა შეირჩეს.
მათი რეგისტრაცია 25 თებერვლიდან "კარდაკარის" პროექტის ფარგლებში ხორციელდება და ის 7 მარტამდე გაგრძელდება.
ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის წევრები გასვლით შეხვედრას ხვალ გორში გამართავენ.
