ხუხაშვილის ინფორმაციით, გიგა ბოკერია რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს ევროპაში შეხვდა
ხუხაშვილის ინფორმაციით, გიგა ბოკერია რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს ევროპაში შეხვდა
15:12 27.09.2012
ექსპერტი გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ მისი ინფორმაციით, საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს არა რუსეთში, არამედ ევროპაში შეხვდა.

როგორც ხუხაშვილმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნულზე დაზუსტებული ინფორმაცია არ აქვს, თუმცა, ეჭვობს მათ შორის რაიმე გარიგება შემდგარიყო.

„ამასთან დაკავშირებით მინდა ერთ საკითხზე გავამახვილო ყურადღება. ბოლო ხანებში პროპაგანდა საერთოდ აღარ საუბრობს რუსულ საფრთხეზე. ხელისუფლება ახლა მხოლოდ ქურდულ სამყაროსთან კავშირებზე და მსგავს მარაზმებზე აკეთებს აქცენტს“ - აღნიშნა ხუხაშვილომა.

მისივე თქმით, გარე ფაქტორები მნიშვნელოვანია, თუმცა, პროცესს დღეს ქართველი ხალხი მართავს.

„ამ ქვეყნის ბედს ქართველი ხალხი წყვეტს და არანაირ გარიგებაში არ უნდა შევიდეს ბოკერია რუსეთის ხელისუფლებასთან. ეს აღარაფერს შეცვლის“ - განაცხადა ხუხაშვილმა.

ბოლო დღეებში მედიასა და ინტერნეტსივრცეში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს, გიგა ბოკერია რუსეთში იმყოფებოდა მთავრობის მაღალჩისნოსნებთან მოლაპარაკებების მიზნით.

ბეჭდვა