აშშ-ს ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში დევნილთა ბანაკებს მოინახულებს
აშშ-ს ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში დევნილთა ბანაკებს მოინახულებს
14:45 05.03.2012
ამერიკის შეერთებული შტატების ლტოლვილთა და მიგრაციის საკითხებში სახელმწიფო მდივნის წარმომადგენელი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა.  ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ დღეს ბრიფინგზე განაცხადა.

ლტოლვილთა და მიგრაციის საკითხებში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელის დევიდ რობინსონის საქართველოში ვიზიტი 5-7 მარტსაა დაგეგმილი.

ნინო კალანდაძის განმატებით, იგი რეგიონებში დევნილთა ბანაკებს მოინახულებს და მათ უშუალოდ გაესაუბრება.

როგორც კალანდაძე აღნიშნავს, ქართული მხარე აშშ-ს ოფიციალურ წარმომადგენელს მაქსიმალურად ამომწურავ და ობიექტურ ინფორმაციას მიაწვდის.

ბეჭდვა