პრეზიდენტი - ქუთაისის აეროპორტის გახსნა საქართველოს სიმბოლოა, რომელიც მუდმივად აღდგება ფერფლიდან
პრეზიდენტი - ქუთაისის აეროპორტის გახსნა საქართველოს სიმბოლოა, რომელიც მუდმივად აღდგება ფერფლიდან
11:18 27.09.2012
საქართველოს პრეზიდენტმა ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი გახსნა, სადაც პირველი რეისი უნგრული კომპანია „ვიზ ეარის“ მიერ სრულდება.

მიხეილ სააკაშვილმა გახსნის ოფიციალურ ცერემონიაზე უნგრეთის პემიერ-მინისტრისადმი მისასალმებელ სიტყვაში აღნიშნა, რომ უნგრელები მთელ მსოფლიოში ყოველთვის გმირობის მაგალითს იძლეოდნენ.

პრეზიდენტის თქმით, აეროპორტის მშენებლობაზე ქართველებთან ერთად, უნგრელი მშენებლებიც იყვნენ დასაქმებული.

სააკაშვილის განმარტებით, მნიშვნელოვანია, რომ განახლდა ქუთაისის კოპიტნარის აეროპორტი, რომელიც „2008 წლის ომის დროს მტერმა მიწასთან გაასწორა“.

„ამ აეროპორეტის გახსნა არის სიმბოლო საქართველოსი, რომელიც მუდმივად აღდგება ფერფლიდან. რამდენჯერაც უნდა სცადონ წაქცევა, ისევ ფეხზე დგება, არასდროს ხრის თავს და არასდროს რჩება წაქცეულ და გაუბედურებულ მდგომარეობაში“-აღნიშნა სააკაშვილმა.



ბეჭდვა