აფხაზეთში პუტინმა ხმათა რეკორდული რაოდენობა დააგროვა
აფხაზეთში პუტინმა ხმათა რეკორდული რაოდენობა დააგროვა
14:41 05.03.2012
აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ამომრჩევლების აბსოლუტურმა უმრავლესობამ ხმა საპრეზიდენტო არჩევნებზე ვლადიმერ პუტინს მისცა. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.
მათი ცნობით, სულ რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში აფხაზეთის ტერიტორიაზე 135 ათასმა მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა. მათგან 90,94 % ხმა ვლადიმერ პუტინს მისცა.
ვლადიმერ პუტინი რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად რუსეთის ცესკოს თავმჯდომარემ ვლადიმერ ჩუროვმა, წინასწარ შედეგებზე დაყრდნობით უკვე გამოაცხადა.

ბეჭდვა