ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო
ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო
10:41 27.09.2012

ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა დალი ხომერიკმა გმირთა მოედანზე საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.



როგორც დალი ხომერიკმა აღნიშნა, პატივს მიაგებს იმ ადამიანების ხსოვნას, რომლებიც საქართველოს ერთიანობისთვის დაიღუპნენ და რუსეთის აგრესიას შეეწირნენ.

„ვალდებულები ვართ ამ ადამიანების ხსოვნის წინაშე, მაგრამ როდესაც წინ ვიხედებით ვხედავთ, რომ საქართველო დღეს ის არ არის, რომელიც 90-იან წლებში დავტოვეთ“ - განაცხადა ხომერიკმა.

გმირთა მემორიალთან ასევე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ბარამია იმყოფებოდა.

როგორც ბარამიამ განაცხადა, 27 სექტემბერი ტკივილიანი დღეა, რადგან აფხაზეთი ოკუპირებულია.

„მიუხედავად ამისა, აფხაზეთი სიყვარული და იმედია იმისა, რომ ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით ჩვენს საყვარელ აფხაზეთში“ - განაცხადა ბარამიამ.

სოხუმის დაცემიდან დღეს 19 წელი შესრულდა. საქართველოს ბრძოლა ტერიტორიული მთლიანობისთვის 13 თვისა და 13 დღიანი ბრძოლის შემდეგ, სოხუმის დაცემით დასრულდა.

ომმა აფხაზეთში 15 ათასამდე ქართველის სიცოცხლე შეიწირა, ხოლო 250 ათასი ადამიანი დევნილად იქცა.


ბეჭდვა