პრემიერ-მინისტრი შიდა ქართლს ეწვია
პრემიერ-მინისტრი შიდა ქართლს ეწვია
21:11 26.09.2012
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი დღეს შიდა ქართლის რეგიონს ესტუმრა, სადაც რამდენიმე მშენებარე და დასრულებული ობიექტი მოინახულა.

ქარელში მერაბიშვილმა მშენებარე სპორტული კომპლექსი დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

შეხვედრაზე მთავრობის მეთაურმა მოსახლეობას ახალი ოთხწლიანი სამთავრობო პროგრამა გააცნო. მისი თქმით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ქარელის რაიონში 5 ახალი სასოფლო-სამეურნეო საწარმოს გახსნა იგეგმება.

ქარელის შემდეგ პრემიერ-მინისტრმა გორში გორიჯვართან მისასვლელი გზის მშენებლობა მოინახულა.

გზატკეცილის სიგრძე შეადგენს 1 500 მეტრს, რომლიდანაც 900 მეტრი ბეტონის საფარი იქნება.

გარდა ამისა, გორის ცენტრში პრემიერ-მინისტრმა აკაკი წერეთლის სახელობის რეაბილიტირებული ქუჩა გახსნა, რომელზეც, პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, გორის რეაბილიტაციის ფარგლებში წერეთლის ქუჩაზე აღდგენითი სამუშაოები ჩაუტარდა 53 სახლს, მთლიანად გამოიცვალა კომუნიკაციები და დაიგო ქვაფენილი.

მოგვიანებით, პრემიერ-მინისტრმა გორში მარცვლეულის საშრობი გახსნა.
საშრობში თანამედროვე ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი და საათში 30 ტონის, ხოლო დღე-ღამის განმავლობაში 500-600 ტონა სიმინდის გაშრობა არის შესაძლებელი. მარცვლეულის საშრობ ცენტრში უკვე გამშრალი 14 000-15 000 ტონა სიმინდის შენახვა და დასაწყობებება არის შესაძლებელი.

ბეჭდვა