მიხეილ სააკაშვილი - არც ერთ პარტიას შიდა მტრად არ განვიხილავთ
მიხეილ სააკაშვილი - არც ერთ პარტიას შიდა მტრად არ განვიხილავთ
18:19 26.09.2012
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გორის ცენტრში სიტყვით გამოსვლისას საქართველოში მოქმედ ყველა პარტიას საერთო მიზნების გარშემო გაერთიანებისკენ მოუწოდა.

„ჩვენ შიდა მტრად არავის განვიხილავთ. ყველა პარტია უნდა გაერთიანდეს, ყველა აღმსარებლობისა და წარმომავლობის ადამიანი უნდა გაერთიანდეს. არის თემები, რაზეც არ შეიძლება სპეკულირება. ჩვენ არ უნდა შევაჩეროთ აღმშენებლობა, უნდა გავაგრძელოთ ის, რაც ყველამ ერთად დავიწყეთ“-აღნიშნა სააკაშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, არ უნდა შეჩერდეს განათლების სისტემის რეფორმირება, ახალი საავადმყოფოების მშენებლობა და დაზღვევის სისტემის გამართვა. ამასთან, არც ერთმა პარტიამ არ უნდა დაუშვას, რომ ქვეყანაში ორგანიზებული დანაშაული და „კანონიერი ქურდები“ დაბრუნდნენ.

„ვერავინ შეაჩერებს ქართველი ერის ურყევ ნებას, რომ იყოს თავისუფალი და განვითარდეს“-აღნიშნა პრეზიდენტმა.

მისივე განცხადებით, რომელიღაც ცალკეულ სისტემაში მოკალათებულ „რამდენიმე ნაძირალას“ ქვეყნის აღმშენებლობა არ უნდა გადაყვეს.

ბეჭდვა