კახა კალაძის ინფორმაციით, თევზაძეს „აიტივის“ გადამღები ჯგუფის შეურაცხყოფის ბრალდებით ასამართლებენ
კახა კალაძის ინფორმაციით, თევზაძეს „აიტივის“ გადამღები ჯგუფის შეურაცხყოფის ბრალდებით ასამართლებენ
15:29 26.09.2012
კოალიცია „ქართული ოცნების“ სამტრედიის შტაბის დაკავებული უფროსის ავთო თევზაძის გათავისუფლების მოთხოვნით სამტრედიის  სასამართლოსკენ მსვლელობა იმართება.

როგორც „ნიუსპრესის“ იმერეთის ბიუროს კორესპონდენტი იუწყება, თევზაძე რამდენიმე წუთის წინ პოლიციის სამმართველოს შენობიდან ჩაიყვანეს და პოლიციის მანქანით, სავარაუდოდ, სასამართლოში გადაიყვანეს.

„თავისუფლება ავთოს“ - სკანდირებენ მსვლელობის მონაწილეები.

„ქართული ოცნების“ სამტრედიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, კახა კალაძის ინფორმაციით, თევზაძეს ინტერნეტ ტელევიზია „აიტივის“ გადამღები ჯგუფისთვის შეურაცხყოფის ბრალდებით ასამართლებენ.

თევზაძე კოალიციის შტაბის შენობიდან, დაახლოებით, 10:00 საათზე წაიყვანეს. მისთვის დაკავების მიზეზი არ განუმარტავთ.


ბეჭდვა