ნინო ბურჯანაძემ პატრიარქთან შეხვედრაზე ქვეყანაში შექმნილ მძიმე მდგომარეობაზე ისაუბრა
ნინო ბურჯანაძემ პატრიარქთან შეხვედრაზე ქვეყანაში შექმნილ მძიმე მდგომარეობაზე ისაუბრა
14:55 26.09.2012
პარტია „დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია II-ს შეხვდა

„დემოკრატიული მოძრაობის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყანაში შექმნილ უმძიმეს მდგომარეობას, პატიმართა წამების ამსახველ ვიდეოკარდებსა და ამით გამოწვეულ ახალგაზრდობის აქტიურობას და საპროტესტო აქციებს, ასევე, საპატიმროებში მსჯავრდებულთა დღევანდელ მდგომარეობას.

როგორც შეხვედრის შემდეგ ნინო ბურჯანაძემ აღნიშნა, მისთვის, ისევე როგორც ყველა მართლმადიდებელისთვის, ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია მის უწმინდესობასთან საუბარი.

მისი თქმით, პატრიარქი ძალიან განიცდის არსებულ ვითარებას და აღნიშნავს, რომ 1 ოქტომბერი გადამწყვეტ როლს შეასრულებს საქართველოს მომავალი განვითარებისთვის.

ბეჭდვა