გაერო-ს შტაბ-ბინასთან საქართველოს პრეზიდენტს საპროტესტო აქციით დახვდნენ
გაერო-ს შტაბ-ბინასთან საქართველოს პრეზიდენტს საპროტესტო აქციით დახვდნენ
12:25 26.09.2012
ნიუ-იორკში, გაეროს 67-ე ასამბლეაზე ჩასულ საქართველოს პრეზიდენტს ქართველი ემიგრანტები საპროტესტო აქციით დახვდნენ.

აღნიშნულის ამსახველ ვიდეომასალას „ტვ პალიტრა“ ავრცელებს.

გაეროს შტაბ-ბინასთან შეკრებილი 50-მდე ემიგრანტი საპროტესტო აქციაზე პლაკატებით - „სააკაშვილი-აჰმადი ნეჯადი“, ასევე „არ ჩამოართვათ ხელი მწამებელ მიხეილ სააკაშვილს" მივიდა.

„სააკაშვილი მწამებელი" - სკანდირებნენ ინგლისურ ენაზე აქციის მონაწილეები. მათ ხელში პატიმართა წამების ამსახველი ფოტოსურათები ეჭირათ.

ამასთან, სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტოები, რომლის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლას გაეროს სხდომათა დარბაზში საკმაოდ ცოტა ადამიანი ესწრება.

გაეროს 67-ე ასამბლეაზე მიხეილ სააკაშვილი სიტყვით გუშინ გამოვიდა.




ბეჭდვა