"მე-9 არხის" ეთერში გასვლის თარიღი უცნობია
"მე-9 არხის" ეთერში გასვლის თარიღი უცნობია
14:07 05.03.2012
ტელეკომპანია "მე-9 არხის" ეთერში გასვლის ზუსტი თარიღი უცნობია.
ამის შესახებ არხის დირექტორმა კახა ბექაურმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"ტელეკომპანიის ეთერში გასვლას ბევრმა მიზეზმა შეუშალა ხელი. სახელისუფლებო სტრუქტურებმა დაახლოებით ექვსჯერ განზრახ დააზიანეს აპარატურა. ტელეკომპანიის ეთერში გასვლის ზუსტ თარიღს რამდენიმე დღეში ან რამდენიმე კვირაში დავასახელებთ", - განაცხადა კახა ბექაურმა.

მისი განმარტებით, ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს, რომ კიდევ ერთი დამოუკიდებელი ტელევიზიის გახსნა შეაფერხოს.

ბეჭდვა