გოგა ხაინდრავას საფრანგეთის საელჩოსთვის ჯერჯერობით არ მიუმართავს
გოგა ხაინდრავას საფრანგეთის საელჩოსთვის ჯერჯერობით არ მიუმართავს
11:17 26.09.2012
საზოგადოებრივი მოძრაობა „ამომჩეველთა ლიგის“ ერთ-ერთ დამფუძნებელს გოგა ხაინდრავას საფრანგეთის საელჩოსთვის ჯერჯერობით არ მიუმართავს.

საელჩოში აღნიშნულთან დაკავშირებით ხაინდრავასგან ჯერ ოფიციალური სახის არანაირი დოკუმენტი არ შესულა.

როგორც „ამომრჩეველთა ლიგის“ წარმომადგენელმა გუშინ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში განაცხადა, ის საფრანგეთის საელჩოსა და მთავრობისთვის ოფიციალურად მიმართვას გეგმავს.

„მე ოფიციალურად მივმართავ საფრანგეთის ელჩს და ვთხოვ განმარტებებს. გარდა ამისა, მე ოფიციალურად მივმართავ საფრანგეთის ჟანდარმერიასაც და მოვითხოვ, გამომზეურდეს ამასთან დაკავშირებით იქ არსებული ყველა დოკუმენტი“ - განაცხადა ხაინდარავამ.

მისი თქმით, საჭიროების შემთხვევაში, ის საფრანგეთში ჩავა ან საქართველოში საფრანგეთის საელჩოში მივა და ნებიმიერ კითხვას პასუხს გასცემს.

გუშინ საქართველოს პროკურატურამ გაასაჯაროვა მასალები, რომელიც მისი მტკიცებით, საფრანგეთის ეროვნულმა ჟანდარმერიამ მიაწოდა. ფოტო და ვიდეო მასალაში ხაინდრავა ე.წ. „კანონიერ ქურდებთან“ არის დაფიქსირებული. ოფიციალური ინფორმაციით, მან კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლებს საქართველოს საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში დახმარება სთხოვა, სანაცვლოდ კი, ქვეყანაში გავლენის აღდგენას დაპირდა.
აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ხაინდრავა გუშინ პოლიციამ დაკითხა. მისი მორიგი დაკითხვა ხვალ იგეგმება. ხაინდრავას განცხადებით, ფაქსი, რომელიც პროკურატურამ გუშინ მიიღო აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, არა ეროვნული ჟანდარმერიისგან, არამედ, ერთ-ერთი უწყებისგანაა მიღებული, რომელოიც საფრანგეთში კანონიერი ქურდების გადაადგილებას უწევს მონიტორინგს.



ბეჭდვა