პარლამენტმა ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე 83 ხმით გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურას დაუჭირა მხარი
პარლამენტმა ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე 83 ხმით გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურას დაუჭირა მხარი
14:47 02.08.2021
პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად კენჭი უყარეს გიორგი კალანდარიშვილის და გიორგი სანტურიანის კანდიდატურებს.

გიორგი კალანდარიშვილმა 83 დეპუტატის მხარდაჭერა მოიპოვა 3-ის წინააღმდეგ.

დღესვე კენჭი ეყარა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატებს გია ცაცაშვილს, ლელა ტალიურს, თამარ სართანიას და მაია ზარიძეს.

მათგან პარლამენტის მხარდაჭერა გია ცაცაშვილმა და მაია ზარიძემ მოიპოვეს.

საარჩევნო კოდექსის და პარლამენტის რეგლამენტის თანახმად პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობით არჩეული ცესკოს თავმჯდომარე და წევრები თანამდებობას 6 თვის ვადით დაიკავებენ.
ბეჭდვა