ონის მერმა ააიპ “ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველოში” წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა
ონის მერმა ააიპ “ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველოში” წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა
18:03 29.07.2021
ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ჩიკვაიძემ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, შეხვედრა გამართა ააიპ “ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველოში” წარმომადგენლებთან.

შეხვედრისას გაიმართა ღონისძიება , რომლის ფარგლებში გაფორმდა დონაციის ხელშეკრულება.

ონის მუნიციპალიტეტსა და ,,ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველოში“-ს შორის.

ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ჩიკვაიძემ და ააიპ “ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველოში” მისიის ხელმძღვანელმა იან ბლინკამ, ხელი მოაწერეს საკუთრების უფლების გადაცემის ხელშკრულებას. აღნიშნული დოკუმენტის საფუძველზე დონორი დონაციის მიმღებს გადასცემს საკუთრებაში „საჩუქარს“ უსასყიდლოდ.

SlovakAid-ის მხარდაჭერით, ჩეხეთის კარიტასმა ონის მუნიციპალიტეტს 7 კუბური მეტრის მოცულობის სეპარირებული ნარჩენის შემგროვებელი მანქანა და სეპარირებული ნარჩენისთვის საჭირო 240-ლიტრიანი 135 ცალი ურნა გადასცა. აღნიშნული ინფრასტრუქტურა მუნიციპალიტეტის მოსახლეობასა და ნარჩენების მართვის სამსახურს ნარჩენების სეპარირებულად (მინა, პლასტიკი, ქაღალდი) შეგროვებაში, მარტივად გადამუშავებასა და ბიოდეგრადირებადი ნარჩენის შემდგომ გამოყენებაში დაეხმარება.

ღონისძიება SlovakAid-ის მიერ დაფინანსებული პროექტის „მწვანე აქტივობების მხარდაჭერა ნარჩენების მართვის ინფრასტრუქტურის განვითარების გზით“ ნაწილია, რომლის ფარგლებშიც ჩეხეთის კარიტასი სლოვაკურ ორგანიზაცია Sosna-სთან თანამშრომლობს. პროექტი მიზნად ისახავს ნარჩენების მართვის მდგრადი მოდელის ჩამოყალიბებას, ადგილობრივი მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებასა და ამ მიზნით, ონის მუნიციპალიტეტის მთავრობისა და ნარჩენების მართვის სამსახურის ინფრასტრუქტურულ მხარდაჭერას.

SlovakAid-ის მხარდაჭერით, გასული წლის დეკემბერში ჩეხეთის კარიტასმა ნაგავმზიდი და სანაგვე ურნები დუშეთის მუნიციპალიტეტსაც გადასცა, 2021 წლის მარტში კი - ონის მუნიციპალიტეტი მეტალის ურნებით უზრუნველყო. 2021 წლის თებერვალში ევროკავშირის ENPARD პროგრამის ფარგლებში კარიტასმა ხულოს მუნიციპალიტეტს ასევე გადასცა ნარჩენების შემგროვებელი მანქანა.
ბეჭდვა