რატი იონათამიშვილი: პავილიონისის განცხადებები ხშირად ემსახურება რუსეთის ინტერესებს, რაც დეოკუპაციის და დემოკრატიის თვალსაზრისით, ნაცმოძრაობის იდენტურია
რატი იონათამიშვილი: პავილიონისის განცხადებები ხშირად ემსახურება რუსეთის ინტერესებს, რაც დეოკუპაციის და დემოკრატიის თვალსაზრისით, ნაცმოძრაობის იდენტურია
14:23 29.07.2021
„რამდენიმე თვის წინ, როდესაც პავილიონისმა გაიმეორა ლავროვის სიტყვები და გვითხრა, რომ აფხაზეთი დავკარგეთ, რასაც, თურმე, უნდა შევეგუოთ, უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა თავისი ქვეყნის პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა მინისტრი, რომლებმაც მის ნაცვლად მოიხადეს ბოდიში. თავად პავილიონისს და მის მეგობარ ნაციონალირ მოძრაობას კი ხმაც არ ამოუღიათ. ახლა, ნაცების მეგობარი ჩვენ “გვარიგებს ჭკუას” მედიის თავისუფლებაზე. იმ პარტიის მეგობარი, ვინც სპეცნაზით იჭრებოდა დამოუკიდებელ მედიაში, რეპრესიებს ახორციელებდა განსხვავებულ აზრზე და მოდელირებული ქრონიკით იწონებდა თავს - წერს სოციალურ ქსელში უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი.

მისი თქმით, პავილიონისი არ არის საქართველოს მეგობარი პოლიტიკოსი - მისი განცხადებები ხშირად ემსახურება რუსეთის ინტერესებს, რაც დეოკუპაციის და დემოკრატიის თვალსაზრისით, ნაცმოძრაობის იდენტურია.

„პავილიონისი არ არის საქართველოს მეგობარი პოლიტიკოსი - მისი განცხადებები ხშირად ემსახურება რუსეთის ინტერესებს, რაც დეოკუპაციის და დემოკრატიის თვალსაზრისით, ნაცმოძრაობის იდენტურია.

რამდენიმე თვის წინ, როდესაც პავილიონისმა გაიმეორა ლავროვის სიტყვები და გვითხრა, რომ აფხაზეთი დავკარგეთ, რასაც, თურმე, უნდა შევეგუოთ, უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა თავისი ქვეყნის პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა მინისტრი, რომლებმაც მის ნაცვლად მოიხადეს ბოდიში. თავად პავილიონისს და მის მეგობარ ნაციონალირ მოძრაობას კი ხმაც არ ამოუღიათ. ახლა, ნაცების მეგობარი ჩვენ “გვარიგებს ჭკუას” მედიის თავისუფლებაზე. იმ პარტიის მეგობარი, ვინც სპეცნაზით იჭრებოდა დამოუკიდებელ მედიაში, რეპრესიებს ახორციელებდა განსხვავებულ აზრზე და მოდელირებული ქრონიკით იწონებდა თავს…

როდესაც ფაქტებს ამახინჯებ, ეს სუბიექტურობაზე და მიკერძოებაზე მიუთითებს. ქართული ოცნების მმართველობის პირობებში (როგორც არასდროს, დამოუკიდებლობის შემდეგ) ქვეყანაში დაუბრკოლებლად მაუწყებლობს მინიმუმ 5 ოპოზიციური ნაციონალური მაუწყებელი, არაერთი ბეჭდური თუ ონლაინ მედია და უმაღლესი სტანდარტით არის დაცული საქართველოს ყველა მოქალაქის სიტყვის თავისუფლება. ვინც ამას ვერ ხედავს, ის ან ქართული დემოკრატიის მტერია, ან ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციას აღიქვამს საფრთხედ.
ფაქტია, რომ პავილიონისის სახით ნაცმოძრაობას და ოკუპანტ ქვეყანას საერთო გარესპიკერი ყავთ“ - წერს რატი იონათამიშვილი Facebok-ის გვერდზე.
ბეჭდვა