თბილისში მყოფი ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე სწავლებას „საქართველო 2012" დაესწრო
თბილისში მყოფი ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე სწავლებას „საქართველო 2012" დაესწრო
22:21 25.09.2012

ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე სტეფან ევანსი და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნოდარ ხარშილაძე დღეს

 საერთაშორისო სწავლებას „საქართველო 2012" დაესწრნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მათ იალღუჯას პოლიგონზე განთავსებული მრავალეროვანი საგანგებო სიტუაციების მართვის შტაბი დაათვალიერეს და ადგილზე გაეცნენ კატასტროფებზე რეაგირების მექანიზმებს.

საერთაშორსო სწავლების „საქართველო 2012" მიზანია სტიქიური უბედურებების დროს სალიკვიდაციო უნარ-ჩვევების გამომუშავება და ქვეყნებს შორის კოორდინაციის გაუმჯობესება. სწავლებაში ნატო-ს და პარტნიორი ქვეყნების ათასი სამოქალაქო და სამხედრო პირი, ასევე საქართველოს სხვადასხვა ოფიცილაური სტრუქტურების წარმომდგენლები მონაწილეობენ. წვრთნას 13 ქვეყნის დამკვირვებლები ესწრება.

„საქართველო 2012" პარტნიორობა მშვიდობისათვის პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს. საველე სწავლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტან ერთად, კატასტროფებზე რეაგირების ევრო-ატლანტიკური საკოორდინაციო ცენტრისა და ევროატლანტიკურ პარტნიორთა საბჭოს ჯგუფები მონაწილეობენ. საერთაშორისო სწავლება „საქართველო 2012" 27 სექტემბერს დასრულდება.

ბეჭდვა