პარლამენტის ნდობის ჯგუფის სხდომაზე კიბერ უსაფრთხოების საკითხებზე იმსჯელეს
პარლამენტის ნდობის ჯგუფის სხდომაზე კიბერ უსაფრთხოების საკითხებზე იმსჯელეს
11:52 28.07.2021
ნდობის ჯგუფის სხდომაზე კიბერ უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება და გამოწვევები განიხილეს. სხდომაზე ნდობის ჯგუფის წევრებმა, აშშ-ის სამხედრო ატაშესთან და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების და დიდი ბრიტანეთის საელჩოს წარმომადგენლებთან ერთად, კიბერ უსაფრთხოების სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის მექანიზმებზე და მათი დანერგვის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

„ნდობის ჯგუფის სხდომაზე ჩვენს ამერიკელ და ბრიტანელ სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად კიბერ უსაფრთხოების სფეროში არსებული გამოწვევები და ის ნაბიჯები განვიხილეთ, რომელსაც როგორც ჩვენი ეროვნული რესურსით, ასევე საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით ვახორციელებთ. შეხვედრაზე აღნიშნულ სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის მექანიზმებზეც ვიმსჯელეთ. უნდა აღინიშნოს, რომ ძალიან ღირებული და მნიშვნელოვანია ის მხარდაჭერა, რომელსაც ამერიკელი და ბრიტანელი პარტნიორები ჩვენი ქვეყნის კიბერ უსაფრთხოების მიმართულებით ახორციელებენ", - განაცხადა ნდობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ.
ბეჭდვა