გია აბაშიძე: სრულიად ტოქსიკური ტელემაუწყებლობის საპასუხოდ, ხალხს არ აქვს უფლება კრიტიკული აზრი და გაბრაზება საჯაროდ გამოხატოს?
გია აბაშიძე: სრულიად ტოქსიკური ტელემაუწყებლობის საპასუხოდ, ხალხს არ აქვს უფლება კრიტიკული აზრი და გაბრაზება საჯაროდ გამოხატოს?
22:36 27.07.2021
„ნაცსექტის აღქმებით, თუ საგადასახადო სამსახური გეგმიურ, დისტანციურ შემოწმებას ახორციელებს სააკაშვილის "გლავკანალის" თუნდაც მომსახურე სარეკლამო სააგენტოში, რომელიც სხვა მეწარმე სუბიექტებსაც უწევს სერვისს, ესაა ტელევიზიაზე, თავისუფალ სიტყვაზე "თავდასხმა", ნუ სააკაშვილის ჯიბის უვიც, მატყუარა "ჟურნალისტებს" რომელიმე თანამოქალაქემ (თურმე ყველა ასეთი ადამიანი სუს-ის "აგენტი" ანდა "ოცნების" "აქტივისტია") საკუთარი გულისწყრომა საჯაროდ დაუფიქსირა (გააკრიტიკა, გალანძღა, წყალი გადაასხა და სხვა), ხვალ, ეს ხელისუფლება "თავისუფალ" მედიას "ჩახოცავს" - წერს ფეისბუქის გვერდზე ანალიტიკოსი გია აბაშიძე.

„სრულიად ტოქსიკური ტელემაუწყებლობის საპასუხოდ, ხალხს არ აქვს უფლება (კანონის ფარგლებში) კრიტიკული აზრი და გაბრაზება საჯაროდ გამოხატოს? - სვამს კითხვას აბაშიძე „რა, ნაცსექტის მედიამ ოფშორული ზონის პირობებში უნდა "იღვაწოს"? რა, სრულიად ტოქსიკური ტელემაუწყებლობის საპასუხოდ, ხალხს არ აქვს უფლება (კანონის ფარგლებში) კრიტიკული აზრი და გაბრაზება საჯაროდ გამოხატოს? ფსევდო-ბრალდებების ეს გაცვეთილი ჰიბერბოლიზაცია კი, ბოროტი, დათხელებული სექტის მიღმა ვეღარ აღიქმება სერიოზულად. სააკაშვილის ფინიების სხვა კლასტერს, ზოგიერთ ე.წ. ფაქტჩეკერს განვუმარტავ, რომ ზემორე ნაწერი ძალადობის წახალისება და მისკენ მოწოდება კი არ გახლავთ, არამედ არსებული მოცემულობის აღწერა და კრიტიკული შეკითხვების დასმაა“ - წერს აბაშიძე.

ბეჭდვა