პარლამენტი „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ" და „ამნისტიის შესახებ" კანონპროექტებზე მუშაობს
პარლამენტი „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ" და „ამნისტიის შესახებ" კანონპროექტებზე მუშაობს
23:13 26.07.2021
პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატებმა „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ" და „ამნისტიის შესახებ" კანონპროექტები პირველი მოსმენით განიხილეს.

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 2020 წლის 21 მარტს გამოცემული საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტით საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დამრღვევთა მიმართ დადგენილ იქნა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომები.

მთავრობის საპარლამენტო მდივნის, ბექა დოჭვირის განმარტებით, ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ კანონპროექტი მიზნად ისახავს 2021 წლის 23 ივნისამდე ყველა ჩადენილ იმ სამართალდარღვევისა თუ სისხლისსამართლებრივი დანაშაულისგან პირის გათავისუფლებას, რომელიც მოიცავს იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევას. რაც შეეხება ამნისტიის შესახებ კანონპროექტი, იგი ითვალისწინებს როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირების პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას.
„ეს შეეხება 2020 წლიდან 2021 წლის 23 ივნისამდე ჩადენილ დანაშაულებს", - განაცხადა ბექა დოჭვირმა.
ბეჭდვა