უფლებადამცველების აქცია ხვალ 17:00 საათზე განახლდება
უფლებადამცველების აქცია ხვალ 17:00 საათზე განახლდება
20:25 25.09.2012
უფლებადამცველებისა და სამოქალაქო საზოგადოების საპროტესტო აქცია ხვალ 17:00 საათზე ფილარმონიასთან განახლდება.

როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ალექსანდრე კობაიძემ განაცხადა, პატიმრების სოლიდარობის აქცია მანამდე გაგრძელდება, სანამ აქციის მონაწილეების მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება და ის პირები არ დაისჯებიან, ვინც პატიმრების წამებაში მონაწილეობდნენ.

ამ წუთებში საპროტესტო აქცია ფილარმონიასთან დასრულებულია.

უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა აქციები მას შემდეგ დაიწყეს, რაც რამდენიმე ტელეკომპანიის ეთერით პატიმართა წამების ამსახველი კადრები გავრცელდა.

ბეჭდვა