ხაინდრავა ე.წ. „კანონიერ ქურდებთან“ პოლიტიკური შინაარსის საუბრებს უარყოფს
ხაინდრავა ე.წ. „კანონიერ ქურდებთან“ პოლიტიკური შინაარსის საუბრებს უარყოფს
20:09 25.09.2012
„ამომრჩეველთა ლიგის“ ერთ-ერთი ლიდერი გოგა ხაინდრავა ადასტურებს, რომ ე.წ. „კანონიერი ქურდი“ რეზო ლორთქიფანიძე მისი ბავშვობის მეგობარია  და საფრანგეთში მასთან სტუმრად ნამდვილად იმყოფებოდა, თუმცა, შეხვედრაზე პოლიტიკური შინაარსის საუბრებს უარყოფს.

„სად იყო საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები შარშან ნოემბერში, ან რა კავშირი მაქვს მე არჩევნებთან. ჩემი აქტიურობა ჩემი საზოგადოებრივი პოზიციაა. 2008 წლის არჩევნების შემდეგ მე გავემიჯნე პოლიტიკურ ველს“ - განაცხადა ხაინდრავამ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში.

საქართველოს პროკურატურამ დღეს მასალები გაავრცელა, რომელიც მისი თქმით, საფრანგეთის ჟანდარმერიამ მიაწოდა. მასალაში აღნიშნულია, რომ 2011 წლის ნოემბერში გოგა ხაინდრავა საფრანგეთში „კანონიერ ქურდებს“ შეხვდა და მათ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში დახმარება სთხოვა, სანაცვლოდ კი, საქართველოში გავლენის დაბრუნება აღუთქვა.









ბეჭდვა