ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ მონიტორინგი მამისონის უღელტეხილთან განახორციელა
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ მონიტორინგი მამისონის უღელტეხილთან განახორციელა
19:58 25.09.2012
საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ ონის რაიონში, ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციული ზოლისა და საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვრის მიმდებარე ტერიტორიებზე პატრულირება განახორციელა.

როგორც მისიის საიტზეა აღიშნული, ონის რაიონში პატრულირება პერიოდულად ხორციელდება.

ევროპელი დამკვირვებლები მამისონის უღელტეხილის მონაკვეთს მიუახლოვდნენ და სოფლები ირი და წედისი მოინახულეს, რომლებიც უშუალოდ ესაზღვრებიან სამაჩაბლოს რეგიონს.

მონიტორები ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ და ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ამოცანებსა და მნიშვნელობაზე ესაუბრნენ.


ბეჭდვა