განმუხურში მომხდარზე ქართული მხარე საპროტესტო ნოტას ამზადებს
განმუხურში მომხდარზე ქართული მხარე საპროტესტო ნოტას ამზადებს
13:41 05.03.2012
ქართული მხარე გალის რაიონის სოფელ განმუხურში 4 მარტს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით,  რუსული მხარისთის გადასაცემად, შვეიცარიის საელჩოს საპროტესტო ნოტას გაუგზავნის.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ნინო კალანდაძის განცხადებით, მომხდარზე პასუხისმგებლობა ოკუპანტ ძალას ეკისრება.

ნინო კალანდაძემ განმარტა, რომ ქართულ მხარეს მსგავს ვითარებაში რეაგირების ერთადერთი შესაძლებლობა აქვს - ოკუპირებულ ტერიტორიებზე მომხდარი ინციდენტების შესახებ საზოგადოებას და საერთაშორისო თანამეგობრობას დროულად აცნობოს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 4 მარტს, 3:20 საათზე, რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან გადმოსულმა დაახლოებით ექვსმა უცნობმა, შეიარაღებულმა პირმა ქართული პოლიციის საგუშაგოს მიმართულებით, სოფელ განმუხურთან ცეცხლი გახსნა. სროლის შედეგად არავინ დაშავებულა.



ბეჭდვა