კარენ დონფრიდი: საქართველოში ყველა პარტიას მოვუწოდებ, მხარი დაუჭირონ 19 აპრილის შეთანხმებას
კარენ დონფრიდი: საქართველოში ყველა პარტიას მოვუწოდებ, მხარი დაუჭირონ 19 აპრილის შეთანხმებას
13:13 21.07.2021
ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის კანდიდატმა, კარენ დონფრიდმა განაცხადა, რომ საქართველოში ყველა პარტიას მოუწოდებს, მხარი დაუჭირონ 19 აპრილის შეთანხმებას.

„დამტკიცების შემთხვევაში, მე გავაგრძელებ ძალისხმევას 19 აპრილს ხელმოწერილი შეთანხმების სრული და სწრაფი იმპლემენტაციისთვის და საქართველოში ყველა პარტიას მოვუწოდებ, მხარი დაუჭირონ შეთანხმებას. საარჩევნო და სასამართლო რეფორმა ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის . როგორც იცით, საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა დემოკრატიის განმტკიცების გზაზე, მაგრამ მას ბევრად უფრო დიდი მანძილი აქვს გასავლელი და მე მოვითხოვ მათგან, ეს მანძილი დაფარონ. ამასთანავე, კიდევ ერთხელ დავადასტურებ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მხარდაჭერას. გავაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას ევროატლანტიკურ საზოგადოებაში ინტეგრაციისთვის, რაც დაკავშირებულია საქართველოს დემოკრატიის სიძლიერესთან“, - აღნიშნა კარენ დონფრიდმა სენატის საგერეო ურთიერთობათა კომიტეტში გამართული მოსმენის დროს.
ბეჭდვა