კახა კალაძე პოლიტიკურ ოპონენტებს: ჩემი პოლიტიკური კარიერის ფორმირებაში წვლილი თქვენც მიგიძღვით
კახა კალაძე პოლიტიკურ ოპონენტებს: ჩემი პოლიტიკური კარიერის ფორმირებაში წვლილი  თქვენც მიგიძღვით
22:31 20.07.2021
„არასამართლიანმა კრიტიკამაც ბევრი რამ მასწავლა, როგორც პოლიტიკოსს", - აღნიშნული განცხადება კახა კალაძემ თბილისის მერის არჩევნებზე პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მიერ მისი კანდიდატურის დასახელებისას გააკეთა.

თბილისის მერის თქმით, მისი პოლიტიკური კარიერის ჩამოყალიბებაში წვლილი მის ოპონენტებსაც მიუძღვით.

„აქვე მინდა მივმართო ჩემს პოლიტიკურ ოპონენტებს - თქვენც მიგიძღვით წვლილი ჩემი პოლიტიკური კარიერის ფორმირებაში. არამარტო ჯანსაღმა, არამედ არასამართლიანმა კრიტიკამაც ბევრი რამ მასწავლა, როგორც პოლიტიკოსს", - განაცხადა კახა კალაძემ.
ბეჭდვა