ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატებს 22 ივლისს კენჭი ხელახლა ეყრებათ
ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატებს 22 ივლისს კენჭი ხელახლა ეყრებათ
16:11 20.07.2021
პრეზიდენტის მიერ პარლამენტისთვის ასარჩევად წარმოდგენილი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის და წევრობის კანდიდატებს პარლამეტის პლენარულ სხდომაზე 22 ივლისს ხელახლა ეყრებათ კენჭი.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე წარმოდგენილია გიორგი კალანდარიშვილის და გიორგი სანტურიანის კანდიდატურები.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე წარმოდგენილი არიან გია ცაცაშვილის და ლელა ტალიურის, ხოლო მეორე ვაკანტურ თანმდებობაზე - თამარ სართანიას და მაია ზარიძის კანდიდატურები.

18 ივლისის პლენარულ სხდომაზე ჩატარებულმა კენჭისყრამ კანდიდატებს შორის გამარჯვებული ვერ გამოავლინა.
ბეჭდვა