ლევან ნიკოლეიშვილი: ისევ რევოლუცია, ისევ გადატრიალება, მაიდანის მოწყობა, ნაკლები მსხვერპლითო, მაგრამ მსხვერპლიო
ლევან ნიკოლეიშვილი: ისევ რევოლუცია, ისევ გადატრიალება, მაიდანის მოწყობა, ნაკლები მსხვერპლითო, მაგრამ მსხვერპლიო
14:15 18.07.2021
საბოლოოდ გააგიჟა და დაღუპა სააკაშვილმა ეს ხალხი. ცხადზე ცხადია, რომ ყველაფერზე მიდიან, ოღონდ ეს არის, რომ არაფერიც არ გამოსდით, ხალხის მასები ხომ ვერ შეკრიბეს და ახლა მცირე ლოკაციებზე ცდილობენ „მასოვკის“ შექმნას და წითელი საღებავებით უნიჭო პერფომანსების მოწყობას. წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ნაციონალური მოძრაობის წევრის შოთა დიღმელაშვილი მიერ გაკეთებულ განცხადებაზე.

,,ისევ რევოლუცია, ისევ გადატრიალება, მაიდანის მოწყობა, ნაკლები მსხვერპლითო, მაგრამ მსხვერპლიო! ამის შესახებ გუშინდელმა ჟურნალისტებმა(ასე უწოდებენ თავს დღესაც), არათუ იციან არამედ ინტერვიუებსაც ართმევენ და მშვენივრად თანამონაწილეობენ ყველა ამ სცენარში ! ნახეთ, რას აცხადებენ: იქ მივუარდეთ აქ ჩაუვარდეთ, გადავაყენოთ, გადმოვაყენოთ საბოლოოდ გააგიჟა და დაღუპა სააკაშვილმა ეს ხალხი ! ცხადზე ცხადია, რომ ყველაფერზე მიდიან, ოღონდ ეს არის, რომ არაფერიც არ გამოსდით, ხალხის მასები ხომ ვერ შეკრიბეს და ახლა მცირე ლოკაციებზე შეჯგუფებით ცდილობენ „მასოვკის“ შექმნას და წითელი საღებავებით უნიჭო პერფომანსების მოწყობას ! არა, რა უცბად მოხდა ამ ხალხის ნიღაბების ჩამოხსნა, რადიკალურ ჯგუფებში გაერთიანება, უკვე იმდენად გაშიფრულები ხართ, ვერც პოლიტიკოსების და ვერც მედიის მანტია ვეღარ გშველით და არც არაფერი არ გამოგივათ! ამის მიზეზი კი უბრალოა თქვენ არ გაქვთ და არც გექნებათ მისი უდიდებულესობა საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერა, თქვენ ხალხს არ უყვარხართ, და არც არასოდეს ეყვარებით’’ - წერს facebook - ზე ნიკოლეიშვილი.

ბეჭდვა