პარლამენტი 18 ივლისს ვახტანგ გომელაურს მოუსმენს
პარლამენტი 18 ივლისს ვახტანგ გომელაურს მოუსმენს
17:28 15.07.2021
ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების, მათ შორის, „პრაიდ კვირეულის" ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებულ ღონისძიებებთან დაკავშირებით დეპუტატები შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს მოუსმენენ. ამის შესახებ ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოსმენა 18 ივლისს, რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე გაიმართება.

ბეჭდვა