არჩილ თალაკვაძე: პრემიერმა და ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთეს ზაზა გახელაძის გათავისუფლებისთვის
არჩილ თალაკვაძე: პრემიერმა და ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთეს ზაზა გახელაძის გათავისუფლებისთვის
09:58 15.07.2021
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, არჩილ თალაკვაძე ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"ზაზა გახელაძე თავისუფალია და საკუთარ ოჯახს დაუბრუნდა!

საქართველოს პრემიერ მინისტრმა და ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთეს მისი გათავისუფლებისთვის.

განსაკუთრებული მადლობა კათოლიკოს-პატრიარქს ილია II-ს, ვისი დამსახურებაც უდიდესია.

მადლობა მინდა ვუთხრა ზაზა გახელაძის ოჯახს, მეუღლეს, შვილებს და მშობლებს! მათთან შეხვედრამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ უსაზღვრო სიყვარულს და თავდადებას ვერაფერი აღუდგება წინ!

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აუცილებლად აღდგება და ჩვენ ერთმანეთს დავიბრუნებთ!" - წერს თალაკვაძე.
ბეჭდვა