ეკა ბესელია შსს-ს მიერ გუშინ გავრცელებულ ვიდეომასალას უნიჭოდ დადგმულ სცენას უწოდებს
ეკა ბესელია შსს-ს მიერ გუშინ გავრცელებულ ვიდეომასალას უნიჭოდ დადგმულ სცენას უწოდებს
14:46 25.09.2012
კოალიცია „ქართული ოცნების“ ფოთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ეკა ბესელიას შეფასებით, შსს-მიერ გუშინ გავრცელებული კადრები მხოლოდ უნიჭოდ დადგმული სცენები იყო.

როგორც მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, უნიჭოდ დამონტაჟებული სპექტაკლები, რასაც ხელისუფლება ავრცელებს, მასვე დააზარალებს.

„ქურდულ სამყაროსთან კავშირი აქვს მხოლოდ მიხეილ სააკაშვილს. საფრანგეთში ჩავლენ თუ სხვაგან, უკვე მთელმა მსოფლიომ გაიგო რა ხელისუფლება დგას ქვეყნის სათავეში. ეს მდარე ხარისხის მასალა და კომიკური სანახაობა ხალხზე არავითარ გავლენას არ მოახდენს“-განაცხადა ბესელიამ და დასძინა, რომ თუ კიდევ გაავრცელებს ხელისუფლება მსგავს მასალებს, ისეთივე დადგმული იქნება, როგორიც გუშინდელი.

ეკა ბესელიას განცხადებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში არსებობს მუხლი - დანაშაულის პროვოცირება და სწორედ მსგავს დანაშაულს ეწევა ხელისუფლება, რაც კანონით ისჯება.

ბეჭდვა