ამირან სალუქვაძე: მადლობა ყველას პრემიერის ხელმძღვანელობით, ვინც ზაზა გახელაძის გათავისუფლებაში იყო ჩართული
ამირან სალუქვაძე: მადლობა ყველას პრემიერის ხელმძღვანელობით, ვინც ზაზა გახელაძის გათავისუფლებაში იყო ჩართული
19:36 14.07.2021
„ვულოცავ ზაზა გახელაძეს და მის ოჯახს, ახლობლებს უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებას!ცმადლობა ირაკლი ღარიბაშვილს, შეხვდა ოჯახს, დაპირდა, ფაქტი სახეზეა“ - ექსპერტი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში ზაზა გახელაძის გათავისუფლებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

„ერთს ვისურვებდი, ასეთ საკითხებში მთავრობას კი არ უნდა ეომოთ, მასთან ერთად იბრძოლოთ დეოკუპაციისთვის, ჩვენი ქვეყნის საერთო მიზნებისთვის. სამწუხაროდ აქამდე ვერ გავიზარდეთ. კიდევ ერთხელ, მადლობა ყველას ვინც ჩართული იყო ზაზა გახელაძის გათავისუფლებაში, პრემიერის ხელმძღვანელობით და ყველას გილოცავთ! ქვეყნის გაერთიანება გვეზეიმოს!“ - წერს ამირან სალუქვაძე.

ბეჭდვა