მიხეილ სააკაშვილი ნიუ-იორკში უკვე გაემგზავრა
მიხეილ სააკაშვილი ნიუ-იორკში უკვე გაემგზავრა
14:43 25.09.2012
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის 67-ე სესიაზე დღეს საღამოს გამოვა. პრეზიდენტი ნიუ-იორკში წუხელ გაემგზავრა.
ამის შესახებ „ნიუსპრესს“ პრეზიდენტის პრესსამსახურში განუცხადეს.

სააკაშვილი ნიუ-იორკში გენერალური დებატების მსვლელობისას გამოვა.

როგორც დღეს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, პრეზიდენტს გაერო-ში ორმხრივი შეხვედრებიც აქვს დაგეგმილი, კერძოდ სააკაშვილი 10 ქვეყნის მთავრობის წარმომადგენელს შეხვდება.



ბეჭდვა