მიხეილ სარჯველაძე ოპოზიციაზე: ცდილობენ ახალგაზრდა კაცის ტრაგედია საკუთარი მერკანტილური ინტერესებისთვის გამოიყენონ
მიხეილ სარჯველაძე ოპოზიციაზე: ცდილობენ ახალგაზრდა კაცის ტრაგედია საკუთარი მერკანტილური ინტერესებისთვის გამოიყენონ
18:08 13.07.2021
მზად არიან ქვეყანა გასწირონ მხოლოდ იმიტომ, რომ ეს შეერაცხოს წარუმატებლობად ხელისუფლებას, რომ ამ გზით რაღაცნაირად ხელოვნურად შექმნან ქვეყანაში ისეთი ტემპერატურა, რაც შეიძლება შემდეგ ამ ხალხს ხელისუფლებაში მოსვლის შესაძლებლობას უქმნიდეს, - ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში მიხეილ სარჯველაძემ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარეს მიაჩნია, რომ ოპოზიცია საკუთარ ინტერესებს ქვეყნის ინტერესებზე მაღლა აყენებს.

„იცით რა არის დღევანდელი ქართული ოპოზიციის მთავარი სპეციფიკა? ეს არის ხალხი, რომლებსაც შეუძლიათ ქვეყნის წარმატებაც იოლად გაწირონ, თუ ეს არ არის მათ ინტერესებთან თანხვედრაში. და მათი ინტერესია, რომ ქვეყნის ნებისმიერ წარმატებას მხოლოდ მაშინ აქვს ფასი, თუ მას მათი ავტორობა მიეწერება. აი ეს არის მთელი მოცემულობა. მზად არიან ქვეყანა გასწირონ მხოლოდ იმიტომ, რომ ეს შეერაცხოს წარუმატებლობად ხელისუფლებას, რომ ამ გზით რაღაცნაირად ხელოვნურად შექმნან ქვეყანაში ისეთი ტემპერატურა, რაც შეიძლება შემდეგ ამ ხალხს ხელისუფლებაში მოსვლის შესაძლებლობას უქმნიდეს. ეს არის მთავარი უზნეობა. ზუსტად ამავე ლოგიკურ თანმიმდევრობაში ჯდება ის, რასაც ბოლო დღეებია ვუყურებთ ცდილობენ ახალგაზრდა კაცის ტრაგედია საკუთარი მერკანტილური ინტერესებისთვის გამოიყენონ,“ - განაცხადა სარჯველაძემ.
ბეჭდვა