პროკურატურამ გლდანის ციხის კონტროლიორი მამუკა ჩხიტუნიძე დააკავა
პროკურატურამ გლდანის ციხის კონტროლიორი მამუკა ჩხიტუნიძე დააკავა
14:18 25.09.2012
პროკურატურამ გლდანის სასჯელაღსრულების დაწესებულების კიდევ ერთი თანამშრომელი, კონტროლიორი მამუკა ჩხიტუნიძე დააკავა.

როგორც პროკურორმა შოთა ტყეშელაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ჩხიტუნიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რომელიც წამებას გულისხმობს.

ჩხიტუნიძე გავრცელებულ კადრებში არ ფიგურირებდა. მისი დაკავება პატიმრების ჩვენების მიხედვით მოხდა.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს 7-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ტყეშელაშვილის თქმით, პატიმართა წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე უკვე დაკავებულია 12 პირი, ასევე, დაკითხულია სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მოქმედ და ყოფილ მოხელეთა დიდი ნაწილი.

პატიმართა წამების ფაქტებზე გამოძიება გრძელდება.




ბეჭდვა