საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, დღეს ფონიჭალის მოსახლეობას შეხვდა.
როგორც მიხეილ სააკაშვილმა მოსახლეობასთან შეხვედრისას აღნიშნა, მმართველი ძალა პასუხისმგებლობას არასდროს გაურბოდა, პრობლემის გადაჭრის გზებს ყოველთვის ეძებდა. შესაბამისად, ხალხს აუცილებლად უნდა ჰქონდეს მისი იმედი.
„არავის არ უნდა მიეცეს იმის საშუალება, რომ ქვეყანა უკან დაწიოს და მისი წინსვლა შეაჩეროს. საქართველო არასდროს არ დაბრუნდება წარსულში, მაგრამ ამისთვის საზოგადოების მხარდაჭერაა საჭირო - განაცხადა სააკაშვილმა.
მისი თქმით, საქართველო აღმშენებლობის გზას ადგას, დასაქმებისა და სიღარიბის დაძლევის პერსპექტივა გაჩნდა, ჯანდაცვა ბევრად ხელმისაწვდომი გახდა და ინფრასტრუქტურული და სხვა სახის პროექტები ხორციელდება.
მოსახლეობასთან შეხვედრას თბილისის მერი გიგი უგულავა და „ნაციონალური მოძრაობის“ კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით საყვარელიძე ესწრებოდა.
