„ქომაგი“ მზადაა საზოგადოების დახმარებით, დაკავებული აქტივისტებისთვის დაკისრებული ჯარიმები აანაზღაუროს
„ქომაგი“ მზადაა საზოგადოების დახმარებით, დაკავებული აქტივისტებისთვის დაკისრებული ჯარიმები აანაზღაუროს
12:58 25.09.2012
საქველმოქმედო ფონდი „ქომაგი“ მშვიდობიანი აქციების ფარგლებში დაკავებულ აქტივისტებს თანადგომას უცხადებს.

როგორც „ქომაგის“ განცხადებაშია ნათქვამი, ბოლო დროს ქვეყანაში პატიმართა მხარდასაჭერად მშვიდობიანი საპროტესტო აქციები დაიწყო, რასაც სამწუხაროდ, ხელისუფლების მხრიდან აქციების ორგანიზატორი სტუდენტებისა და აქტივისტების დაკავება-დაჯარიმება მოჰყვა.

„ფონდი „ქომაგი“, როგორც განსხვავებული აზრის გამო რეპრესირებულ მოქალაქეთა მხარდამჭერი ორგანიზაციაა, მშვიდობიანი აქციების ფარგლებში უსაფუძვლოდ დაკავებულ აქტივისტებს თანადგომას უცხადებს“ - ნათქვამია განცხადებაში.

ფონდის წარმომადგენლები მზადყოფნას გამოხატავენ, სამოქალაქო საზოგადოების დახმარებით, ყველა ის ადმინისტრაციული ჯარიმა აანაზღაუროს, რომელსაც ხელისუფლება მათ აკისრებს.

ბეჭდვა