რუსეთში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს დავით დარჩიაშვილი უსამართლოს უწოდებს
რუსეთში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს დავით დარჩიაშვილი უსამართლოს უწოდებს
13:05 05.03.2012
რუსეთში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დავით დარჩიაშვილი უსამართლოს უწოდებს.

მისი შეფასებით, პუტინს არჩევნებზე იმდენი პროცენტი დაუწერეს, რამდენიც თავად უნდოდა.
"ისინი ცდილობენ პუტინის პოპულარულობა და ძალაუფლების სიმტკიცე აჩვენონ. ამის უკვე რუსულ საზოგადოებასაც არ სჯერა. არ შემიძლია წინასწარ ვთქვა რამდენად ინტენსიური იქნება საპროტესტო ტალღა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, პროცესები არ გაჩერდება", – აღნიშნა დავით დარჩიაშვილმა.
მისივე შეფასებით, რუსეთში პუტინის დიქტატურა დიდხანს არ გაგრძელდება, მაგრამ რთული სათქმელია, როდის და რა ფორმით დასრულდება იგი.
რუსეთში, 4 მარტს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებზე ვლადიმერ პუტინმა ხმების 63.81% მიიღო.

ბეჭდვა