ცესკო-მ პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის ბიულეტენების ბეჭდვა დაიწყო
ცესკო-მ პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის ბიულეტენების ბეჭდვა დაიწყო
10:44 25.09.2012
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2012 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნებისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის საარჩევნო ბიულეტენების ბეჭდვა დაიწყო.

ცესკო-ს ინფორმაციით, ბიულეტენები თბილისის 7 სტამბაში იბეჭდება, ესენია - „სტამბა ქომი”, „კაბადონი +”, „პრინტ მასტერი”, „საარი”, „თამარიონი 2000”, „ფორმა” და „მვპ”.

ბეჭდვის პროცესს, რომელიც რამდენიმე დღე გაგრძელდება, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებთან ერთად, არასამთავრობო ორგანიზაციების - სახელმწიფოს ტერიტორიულ-ადმინისტრაციული მოწყობის სტრატეგიული კვლევითი ცენტრის, საარჩევნო სისტემების კვლევითი ცენტრის, „მომავლის არჩევანის”, ”ახალი თაობა - ახალი ინიციატივის” და საარჩევნო გარემოს განვითარების ცენტრის წარმომადგენლები აკვირდებიან.

ბიულეტენები ეთნიკური უმცირესობების ენებზე - სომხურ-ქართულად და აზერბაიჯანულ-ქართულადაც იბეჭდება.




ბეჭდვა