გაეროს გენერალური ასამბლეის 67-ე სესიის ფარგლებში, ნიუ-იორკში გენერალური დებატებში საქართველოს დელეგაცია და ქვეყნის პრეზიდენტი მონაწილეობენ.
როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საქართველოს პრეზიდენტი ასამბლეაზე სიტყვით გამოვა.
ამასთან, სესიის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე ორმხრივ შეხვედრებს გამართავს.
„ღონისძიების ფარგლებში გრაფიკი ყოველთვის დატვირთულია. ვცდილობთ, რომ ეს ყოველწლიური შეხვედრები მაქსიმალურად გამოვიყენოთ ორმხრივი შეხვედრებისთვის. უკვე ოფიციალურად დაგეგმილია გრიგოლ ვაშაძის 40-მდე შეხვედრა თავის უცხოელ კოლეგებთან“- აღნიშნა კალანდაძემ.
ამასთანავე, 26 სექტემბერს დაგეგმილია სუამის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს მე-18 სხდომა, რომელზეც განიხილება რეგიონალური თანამშრომლობის პროექტები.
