ქართული დელეგაცია "აღმოსავლეთ პარტნიორობის" მინისტერიალში მონაწილეობს
ქართული დელეგაცია "აღმოსავლეთ პარტნიორობის" მინისტერიალში მონაწილეობს
12:56 05.03.2012
ვიშეგრადის ოთხეულის და "აღმოსავლეთ პარტნიორობის" გაფართოებულ მინისტერიალში საქართველოს დელეგაცია მონაწილეობს.
დელეგაციას მინისტერიალზე საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე ხელმძღვანელობს.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ნინო კალანდაძის ინფორმაციით, გრიგოლ ვაშაძე ვიზიტის ფარგლებში ორმხრივ შეხვედრებს გამართავს ჩეხ, პოლონელ და დანიელ კოლეგებთან.
ღონისძიებაზე ასევე დაგეგმილია "აღმოსავლეთ პარტნიორობის" საგზაო რუკის ე.წ "როუდ მეფის" შემუშავების დაწყებაც.
მინისტერიალში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ქეთრინ ეშტონი, ბალტიისპირეთის ქვეყნების და დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრები მონაწილეობენ.


ბეჭდვა