"ქართული ოცნება" დღეს ორ რეგიონულ ოფისს გახსნის
"ქართული ოცნება" დღეს ორ რეგიონულ ოფისს გახსნის
12:34 05.03.2012
"ქართული ოცნების" ყველა რეგიონული ოფისი მიმდინარე თვის ბოლომდე გაიხსნება. ამის შესახებ კოალიციის პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"დღეს "ქართული ოცნება" ორ რეგიონულ ოფისს ფოთსა და ქობულეთში ხსნის, მომავალ კვირას გაიხსნება რეგიონული ოფისები გუჯაანში, ჭიათურაში, მცხეთაში, საგარეჯოში, მარნეულში და ცხოროწყუში, ხოლო თვის ბოლომდე ყველა რეგიონული ოფისი გახსნილი იქნება",- განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
მისივე თქმით, მოქალაქეებს ქართული კოალიციის მხარდაჭერისთვის პრობლემები ექმნებათ.
"მინდა მივმართო ყველა ადამიანს, რომელიც "ქართული ოცნების" მხარდაჭერისთვის უკანონოდ იქნება მოხსნილი სამსახურიდან, მიმართონ ჩვენს იურიდიულ სამსახურებს და ჩვენ აღმოვუჩენთ ყველანაირ დახმარებას, რათა აღდგეს კანონიერება და გავიმეორებ ბიძინა ივანიშვილის სიტყვებს, სულ მალე აღდგება სამართლიანობა არა მარტო თითეული მოქალაქისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის"- განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

ბეჭდვა