პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დავით დარჩიაშვილი მიიჩნევს, რომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენამდე,
საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაცია უნდა მოხდეს.
დავით დარჩიაშვილის თქმით, საქართველოს საგარეო საგარეო საქმეთა სამინისტრომ სწორად განაცხადა, რომ პირველ რიგში, რუსეთმა უნდა დახუროს ის სალჩოები, რომლებიც გახსნილი აქვს ოკუპირებულ ტერიტორიაზე.
"შეუძლებელია დიპლომატიურ ურთიერთობებში გარღვევა, როდესაც პუტინი ევრაზიულ კავშირზე ლაპარაკობს, საბჭოთა კავშირს გულისხმობს და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას აგრძელებს" , – განაცხადა "ნიუსპრესთან" საუბარში დარჩიაშვილმა.
ვლადიმერ პუტინი აფხაზეთსა და ე.წ სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობაში რაიმე სახის უკან დახევას გამორიცხავს. ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა ჟურნალისტებს გუშინ, არჩევნების პირველადი შედეგების გამოცხადებისთანავე განუცხადა.
