სამტრედიაში პედაგოგებისა და ექიმების ერთმა ჯგუფმა „ქართულ ოცნებას“ მხარი დაუჭირა
სამტრედიაში პედაგოგებისა და ექიმების ერთმა ჯგუფმა „ქართულ ოცნებას“ მხარი დაუჭირა
19:08 24.09.2012
სამტრედიაში ექიმებისა და პედაგოგების ნაწილმა კოალიცია „ქართულ ოცნებას“ მხარდაჭერა ღიად გამოუცხადა.

კოალიციის სამტრედიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა კახი კალაძემ ისინი დღეს პრესკონფერენციაზე წარადგინა.

როგორც კალაძემ განაცხადა, ყველამ კარგად იცის, როგორი ზეწოლა მიმდინარეობს პედაგოგებზე, ექიმებზე, კულტურის სფეროს წარმომადგენლებზე, მაგრამ არც სამტრედიის რაიონში და არც მთლიანად საქართველოში ამ მუქარების აღარ ეშინიათ.

მისი თქმით, ხელისუფლებას სურს პედაგოგები არჩევნების გასაყალბებლად გამოიყენოს.

„მთელი საქართველოს მასშტაბით ძალიან დიდი მუხტია იმისა, რომ ეს ხელისუფლება შეიცვალოს და გარწმუნებთ, რომ შეიცვლება. ადამიანები ყოველდღიურ რეჟიმში ღიად აფიქსირებენ თავის მხარდაჭერას და არ ემორჩილებიან ამ ზეწოლას“ - განაცხადა კალაძემ და დასძინა, რომ კოალიცია თითეული ხმის ბოლომდე დაცვას აპირებს.


ბეჭდვა